კალაძე პრეზიდენტზე: „აწიოს ერთი ადგილი“

04.11.24 17:50
კალაძე პრეზიდენტზე: „აწიოს ერთი ადგილი“

კახა კალაძე პრეზიდენტის წინააღმდეგ - დედაქალაქის მერმა არჩევნების შესაძლო გაყალბების თემაზე კომენტარი გააკეთა და სალოზე ზურაბიშვილის მიმართ არაკორექტული ფრაზები გამოიყენა: 

პროკურატურას დაწყებული აქვს გამოძიება და მოწოდებებიც გაკეთა, სხვათა შორის, რომ ქალბატონმა ზურაბიშვილმა კეთილი ინებოს, წაბრძანდეს და პასუხი გასცეს ყველა შეკითხვას, წარადგინოს მტკიცებულებები. მოწოდებები არ გაგიგიათ ამის შესახებ? ჰოდა, კეთილი ინებოს, აწიოს ერთი ადგილი, მივიდეს და პასუხი გასცეს ყველა შეკითხვას, წარმოადგინოს ყველა მტკიცებულება"- თქვა კალაძემ. 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე, საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

გა მოკითხვაზე დაბარებული იყო საქართველოს პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილის გამოკითხვა საგამოძიებო უწყებაში 31 ოქტომბერს იყო ჩანიშნული.

 მოგვიანებით, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ უწყებაში მისვლას არ აპირებს.   

ცნობისთვის, საგამოძიებო უწყებას ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 29 ოქტომბერს მიმართა. 

შეგახსენებთ, საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებიდან რამდენიმე საათში, რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე  სალომე ზურაბიშვილის დაკავება მოითხოვა.