არჩევნების შემდგომი მდგომარეობა კვლავ შემაშფოთებელია - ევროკომისიის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა

04.11.24 18:07
არჩევნების შემდგომი მდგომარეობა კვლავ შემაშფოთებელია - ევროკომისიის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ტელეფონით ესაუბრა - ამის შესახებ ურსულა ფონ დერ ლეიენი სოციალურ ქსელ X-ზე წერს. 

მისი თქმით, საქართველოში არჩევნების შემდგომი ვითარება შემაშფოთებელია.

„ახლახან ვესაუბრე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. არჩევნების შემდგომი მდგომარეობა კვლავ შემაშფოთებელია.

თუ საქართველოს სურს შეინარჩუნოს სტრატეგიული ორიენტაცია ევროკავშირისკენ, ჩვენ გვჭირდება კონკრეტული ქმედებები ხელმძღვანელობისგან.

ჩვენი გაფართოების ანგარიში გვიჩვენებს გზას“, - დაწერა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

 

 

 

მსგავსი სიახლეები