ბიძინა ივანიშვილმა ქართველ ხალხს მოპარა არჩევნები, მაგრამ ვერ მოპარავს მათ ევროპულ მომავალს - სოფო ჯაფარიძე

04.11.24 18:25
ბიძინა ივანიშვილმა ქართველ ხალხს მოპარა არჩევნები, მაგრამ ვერ მოპარავს მათ ევროპულ მომავალს - სოფო ჯაფარიძე

 

 

ბიძინა ივანიშვილმა ქართველ ხალხს მოპარა ხმები, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი ქართველ ხალხს ვერასდროს მოპარავს მომავალს - ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი რუსთაველის გამზირისკენ მსვლელობით მიემართება, სადაც მოქალაქეები არცევნების გაყაბებას აპროტესტებს. 

ბიძინა ივანიშვილი ჩვენს ქვეყანას ევროპულ მომავალს ვერასდროს მოპარავს. დღეს არის ზალიან მნიშვნელოვანი დღე. ხედავთ, როგორ გვიერთდება ხალხი. ქართველი ხალხი ერთსულოვანია. დიახ, ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ მოპარულ არჩევნებს და რუსულ რეჟიმს გავისტუმრებთ იქ, სადაც მათი ადგილია"- განაცხადა სოფო ჯაფარიძემ. 

მისი თქმით, ბრძოლა იქამდე გაგრძელდება, ვიდრე "მოპარულ არჩევნებს არ დაუბრუნებენ". 

 “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ამ საქმეში პროდასავლური ოპოზიცია ერთიანია. 

სადგურის მოედნიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით სამი პოლიტიკური პარტიის მსვლელობა დაიწყო.

პარტიის ლიდერები “ძლიერი საქართველოს” ცენტრალური ოფისიდან ჯერ მარჯანიშვილის მოედანზე მივლენ, შემდეგ კი პარლამენტისკენ შენობისკენ გააგრძელებენ მსვლელობას.