"ოცნების" აღიარება - ივანიშვილის პარტია ადასტურებს, რომ არჩევნების დღეს ათასობით ქოლ-ცენტრი მუშაობდა, რომელსაც კაპიტნები მართავდნენ
პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს ტვ პირველის "შაბათის ეთერში" გასაჯაროებული დოკუმენტების და ჩანაწერების ნამდვილობა ვერ უარყო.
"ქართლი ოცნებიდან" ფაილების გამოჟონვის შემდეგ, ივანიშვილის პარტიამ დაადასტურა, რომ არჩევნების დღეს ყველა საარჩევნო უბანს თითო ქოლ-ცენტრით აკონტროლებდა, "ქართულ ოცნებას" ხმებზე ნადირობა კი კაპიტნებისთვის ჰქონდა ჩაბარებული. სწორედ ასე დაარქვეს თავად იმ ხალხს, ვინც ხმებზე მონადირეთა ჯგუფს ხელმძღვანელობდა. "ოცნებაში" ამბობენ, რომ ხალხის ნებაზე ზემოქმედება, დარღვევა არ ყოფილა. გამოჩნდა ახალი ტერმინი "ბიძგება, რომ რომ ხალხი არჩევნებზე წავიდეს".
"ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ ქოლ-ცენტერები იმისთვის შექმნა და ყველა საარჩევნო უბანს თითო კაპიტნები იმისთვის დაუნიშნა, რომ ხალხის სიყვარული ხმებში გადაეთარგმნა და ეს მათ "უცხოელმა ექსპერტებმა ურჩიეს", თუმცა მმართველი გუნდში პანიკა იმ წუთას იწყება, როგორც კი ჟურნალისტური გამოძიების იმ ნაწილს ვახდენთ, სადაც ხალხი ყვება, როგორ გადაუხადა ფული ქართლმა ოცნებამ.
შაბათის ეთერმა გაშიფრა მთელი სქემა, როგორ მუშაობდა არჩევნების დღეს ქოლ-ცენტრები, როგორ ხელმძღვანელობდნენ ხმების მობილიზაციას კაპიტნები და როგორ იყიდეს ამომრჩევლის პირადობები და ხმა რეგიონებში, სადაც ამტკიცებენ, რომ 88 პროცენტიანი მხარდაჭერა ოცნებამ მიიღო.