აქცია დაიწყო - რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

04.11.24 19:15
აქცია დაიწყო - რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

რუსთაველის გამზირი გადაიკეტა - ათასობით ადამიანი ქუჩაში საკუთარი ხმის დასაცავად გამოვიდა. აქციის მონაწილეებს პარლამენტის წინ მიტანილი აქვთ ევროკავშირისა და საქართველოს დროშები. მათ გაშლილი აქვთ ბანერი წარწერით “გაიღვიძე საქართველო”.

აქციას რამდენიმე წუთში შეუერთდებიან სამი პოლიტიკური გაერთიანების: “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის”, “კოალიცია ცვლილებისთვისთვის” და “ძლიერი საქართველოს” ლიდერები. აქციაზე მივლენ "გახარია საქართველოსთვის" ლიდერებიც. 

სწორედ დღევანდელ აქციაზე გახდება ცნობილი თუ როგორი იქნება ოპოზიციის პროტესტის ფორმები და სამოქმედო გეგმა.

მსგავსი სიახლეები