არც ერთი მილოცვა პარტნიორებისგან - საქართველოს არაღიარებული ხელისუფლება ჰყავს
დღეს პარლამენტის თავმჯდომარე ამტკიცებდა, რომ არჩევნებს საერთაშორისო თანამეგობრობის აღიარება არ სჭირდება, ეს კი სრულ იზოლაციას ნიშნავს. დღევანდელი განცხადებით ივანიშვილის პარტიამ აღიარა, რომ აღარც კი ელოდებიან, რომ ვინმე არჩევნებიდან 10 დღის შემდეგ აღიარებს, რომ ხელისუფლება მეოთხე ვადით სამართლიანი არჩევნებით შეინარჩუნეს.
ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის შეფასებით, საქართველო ახლა არაღიარებული ხელისუფლება ჰყავს, რომელიც გაყალბებული არჩევნებით ინარჩუნებს ძალაუფლებას, ისე როგორც პუტინი, ლუკაშენკო და მადურო.
არჩევნებიდან 10 დღის შემდეგაც კი "ოცნებას" არც ევროკავშირის და არც შტატების აღიარება არ მიუღია, მაშინ როდესაც, მოლდოვის არჩევნების შედეგები ახლად არჩეულ პრეზიდენტს რამდენიმე საათში მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ მიულოცა. ამ დროს სრულ მდუმარებას აგნებინებენ ქართველი დიპლომატები, ისინი საქართველოს იზოლაციაში მოქცევის პროცესს მშვიდად უყურებენ, რის გამოც პრეზიდენტმა საჯარო მხილების სერია მოუწყო.
ქართულ ოცნებასთან არჩევნების მოპარვის გამო ურთიერთობის გაგრძელების სურვილი ცივილიზებული სამყაროდან პრაქტიკულად არავის აქვს. დღეს ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარემ დაწერა, რომ მოლდოვაში თავისუფალი არჩევნები ჩატარდა, საქართველოში კი უსამართლო.
დღის ბოლოს, გაირკვა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა. "არჩევნების შემდგომი სიტუაცია ისევ შემაშფოთებელია" - დაწერა მან.