ნიკა მელია: ხვალ, 14:00 საათზე, სპორტის სასახლესთან შევიკრიბებით

04.11.24 19:55
ნიკა მელია: ხვალ, 14:00 საათზე, სპორტის სასახლესთან შევიკრიბებით

"კოლიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, დღეიდან არცერთი დღე აქციის გარეშე არ ჩაივლის.  მისი თქმით, ხელახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით, აქცია ხვალ, 14:00 საათზე, სპორტის სასახლესთან გაიმართება.

პოლიტიკოსის განცხადებით, ხელისუფლებამ პროტესტი ყველა ქუჩიდან, ყველა გამზირიდან და ყველა ლოკაციიდან უნდა გაიგოს. 

"იქამდე უნდა ვიყოთ თბილისის მოედნებსა და გამზირებზე, სანამ ახალი არჩევნები თავისუფალ გარემოში არ ჩატარდება" - განაცხადა მან. 

მისივე თქმით, გამარჯვება გარდაუვალია:  

რუსული ფული ამ ქვეყანაში ვერ იშრიალებს და ვერც რუსული ფულით შენარჩუნებული ხელისუფლება ეყოლება ამ ქვეყანას. არაფერი დღეს არ დაწყებულა, არც გუშინ. გრძელდება განმათავისუფლებელი ბრძოლა საქართველოსთვის. საქართველოს სახელმწიფო ქართველებმა უნდა დავიბრუნოთ. ხვალ, 14:00 საათზე სპორტის სასახლესთან გელოდებით და ასე ყოველ დღე გეტყვით სად ვიქნებით", - თქვა მელიამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას. 

მსგავსი სიახლეები