პრეზიდენტი: "მოლდოვამ მოიგო, საქართველო დგას და არ დანებდება"
"მოლდოვამ მოიგო, საქართველო დგას და არ დანებდება" - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს და რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის ფოტოს აქვეყნებს.
რუსთაველის გამზირზე სპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები "ქართული ოცნების" მიერ გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ.
მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგები ცნობილია. ადგილობრივი ცესკოს მონაცემებით, მოქმედმა პრეზიდენტმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმების 55,33% მიიღო. მაია სანდუს მხარი 929 964-მა ამომრჩეველმა დაუჭირა. რაც შეეხება მის კონკურენტს,ალექსანდ სტოიანგლომ ხმების 44,67% (750 644 ხმა) მიიღო.