სპეცრაზმი სამთავრობო კვარტალში

04.11.24 20:24
სპეცრაზმი სამთავრობო კვარტალში

სპეცრაზმი სამთავრობო კვარტალში - ხელისუფლებამ საპოლიციო ძალების მობილიზება აქციის დაწყებამდე  გაცილებით ადრე დაიწყო. ვიდრე "პირველების"  გადამღებ ჯგუფს პარლამენტის შენობას დაატოვებინებდნენ, მანამდე ჩვენმა კამერამ გადაიღო ნიღიანებით   გადავსებული საკანონმდებლო ორგანოს უკანა ეზო. სამართალდამცველები გაამაგრეს შენობის შიგნითაც.

ამ წუთებში  კი მთავრობის წევრები კანცელარიის შენობაში იმყოფებიან. სამსახურში იმყოფება სავარაუდოდ პრემიერი კობახიძეც. მის კაბინეტში შუქი ანთია. 

რაც შეეხება პარლამენტთან არსებულ ვითარებას, იქ პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა - სამართალდამცველები იმყოფებიან როგორც ჩიტაძისა და 9 აპრილის, ისე ჭიჭინაძის ქუჩებზე.

მსგავსი სიახლეები