მსვლელობა გრძელდება - აქციის მონაწილეებმა საქართველოსა და ევროკავშირის გიგანტური დროშები გაშალეს

04.11.24 21:54
მსვლელობა გრძელდება - აქციის მონაწილეებმა საქართველოსა და ევროკავშირის გიგანტური დროშები გაშალეს

ხალხის პროტესტი გრძელდება - პროდასავლური აქციის მონაწილეებმა იუსტიციის  მიმდებარე ტერიტორიაზე ევროკავშირისა და საქართველოს გიგანტური დროშები გაშალეს. ამ წუთებში მშვიდობის ხიდის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილია.  მოქალაქეები,  ვინც ავტომობილებით გადაადგილებიან  აქციის მონაწილეებს სიგნალებით ამხნევებენ. 

რუსთველის გამზირზე  გამართულ საპროტესტო აქციაზე, ათასობით ადამიანი ქუჩაში საკუთარი ხმის დასაცავად გამოვიდა. ხელახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით, აქციას ხვალ, სპორტის სასახლესთანაც გამართავს. 

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტთან აქციაზე შეკრებილებს ოპოზიციური პარტიების ერთობლივი პრინციპები გააცნო.

 

მსგავსი სიახლეები