''შეერთებული შტატები დგას ქართველი ხალხის გვერდით'' - მილერი

04.11.24 23:19
''შეერთებული შტატები დგას ქართველი ხალხის გვერდით'' - მილერი

"შეერთებული შტატები დგას ქართველი ხალხის გვერდით", - ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა.

რა თქმა უნდა, ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით. ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ მხარს ვუჭერთ მათ ევროკავშირის ამბიციებში... მათ შემდგომ ინტეგრაციას ევროატლანტიკურ პარტნიორებთან", - განაცხადა მილერმა. 

ამასთან, მილერმა კიდევ ერთხელ ისაუბრა საქართველოს მთავრობის ქმედებების საპასუხოდ აშშ-ის მიერ უკვე გატარებულ ზომებზე და თქვა, რომ საჭიროების შემთხვევაში მათ დამატებითი ზომების გამოყენება “არ მოერიდებათ“.

მოგეხსენებათ, რომ მნიშვნელოვანი ოდენობის დახმარება, რომელსაც საქართველოს მთავრობას ვუწევთ, გადახედვის ქვეშ არის და ჩვენ აღნიშნული დახმარების 95 მილიონი დოლარი შევაჩერეთ, იმ ნაბიჯების გამო, რომელიც ვნახეთ, რომ მათ გადადგეს. ჩვენ გავაგრძელებთ, განვიხილოთ არის თუ არა დამატებითი ზომები, რომლებიც სათანადო იქნება და თუ ასე იქნება, ჩვენ მათი გამოყენება არ მოგვერიდება“, - განაცხადა მეთიუ მილერმა.

მსგავსი სიახლეები