"პროკურატურაში გამოკითხვაზე მიბარებენ" - მამუკა ხაზარაძე

05.11.24 12:05
"პროკურატურაში გამოკითხვაზე მიბარებენ" - მამუკა ხაზარაძე

"ძლიერი საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს - ამისშესახებ ოპოზიციონერი ლიდერი სოციალურ ქსელში წერს.

დამირეკეს გენერალური პროკურატურიდან, მიბარებენ მოწმის სახით გამოკითხვაზე, მივალ არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებით და ვნახავ ბიძინას მორჩილი პროკურატურა როგორ მოიქცევა. 
ყველგან გავიმარჯვებთ!!
დღეს სააპელაციო სასამართლოსთან ვიკრიბებით 3 სთ-ზე, ბრძოლა გრძელდება!
P.S. პროკურატურაში მისვლას რა თქმა უნდა არ ვაპირებ! შევხვდებით მაგისტრატ მოსამართლესთან!!- წერს მამუკა ხაზარაძე. 

მსგავსი სიახლეები