ფრონტის ხაზი დღეს სააპელაციო სასამართლოზე გადის - თამარ კორძაია

05.11.24 12:50
ფრონტის ხაზი დღეს სააპელაციო სასამართლოზე გადის - თამარ კორძაია

„ოპოზიცია აუცილებლად გააპროტესტებს სააპელაციო სასამართლოსთან სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, რადგან სასამართლო სისტემაშიც აღმოჩნდნენ თავისუფალი მოსამართლეები და სხვებიც ვალდებულები არიან, იმოქმედონ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე", - ამის შესახებ  “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, თამარ კორძაიამ განაცხადა. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, ფრონტის ხაზი დღეს სწორედ სააპელაციო სასამართლოზე გადის. 

საქართველოს მოქალაქეებისთვის და საერთაშორისო საზოგადოებისთვის სადავო არ არის, რომ ეს არჩევნები ტოტალურად არის გაყალბებული და მიტაცებული, ამიტომ ოპოზიციის გეგმა არის ყველა გზით და საშუალებებით, კანონიერად მივაღწიოთ ხელახალი არჩევნების ჩატარებას. დღეს ოპოზიცია შეიკრიბება დღისით და აუცილებლად სააპელაციო სასამართლოსთან გააპროტესტებს სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, რადგან სასამართლო სისტემაშიც აღმოჩნდნენ თავისუფალი მოსამართლეები და სხვებიც ვალდებულები არიან, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე მიბაძონ კანონიერი გადაწყვეტილების მიღებაში თეთრიწყაროს მოსამართლეს და მიიღონ კანონიერი გადაწყვეტილება. დღეს ფრონტის ხაზი გადის სააპელაციო სასამართლოზე,- განაცხადა თამარ კორძაიამ.

მსგავსი სიახლეები