სააპელაციოსთან მოქალაქეები იკრიბებიან - სასამართლოს შესასვლელი სამართალდამცველებს აქვთ ჩახერგილი

05.11.24 15:17
სააპელაციოსთან მოქალაქეები იკრიბებიან - სასამართლოს შესასვლელი სამართალდამცველებს აქვთ ჩახერგილი

მეორე ინსტანციის სასამართლოსთან პროდასავლური ოპოზიციის ლიდერები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები უკვე იკრიბებიან. "ვითხოვთ სამართლიან სასამართლოს", "დამიბრუნე ჩემი ხმა", "ვინც ქოცობას ამართლებს, იგი თავისა მტერია" - ამ შინაარსის ბანერები აქვთ მიტანილი ადგილზე მოქალაქეებს. სააპელაციო სასამართლოს კარი სამართალდამცველებმა ჩახერგეს. 

გახარიას გუნდის წევრი თეონა აქუბარდია, რომელიც ასევე აქციაზე იმყოფება, ამბობს, რომ ხელისუფლება შეშინებულია. მისი თქმით, ამაზე მიუთიტებს პოლიციელების უპრეცედენტო მობილიზებაც. ოპოზიციის წევრი ამბობს, რომ იბრძოლებენ იქამდე, ვიდრე ქვეყანა ევროპულ გზას არ დაუბრუნდება. 

ოლიგარქის გუნდს რომ ეშინია, ეს ჩანს განცხადებებიდან, ეს ჩანს ქმედებებიდან, მათ შორის, ეს ჩანს მობილიზებული პოლიციის რაოდენობიდან, რომლებიც საკმაოდ ჭარბად არიან წარმოდგენილები როგორც გუშინ საპროტესტო აქციაზე, ასევე დღეს, შესაბამისად, შიშს აქვს საფუძველი და მთავარი საფუძველი არის ის, რომ ამ არჩევნებს არ აქვს ნდობა არც სახლში და არც დასავლეთისგან მიუხედავად იმისა, რომ ატყუებდნენ მოსახლეობას, რომ „ღირსებით“ ქვეყანა ევროპისკენ მიჰყავდათ. ამიტომ, ბრძოლას აქვს აზრი ყოველთვის და ეს ბრძოლა გაგრძელდება იქამდე, სანამ არ მოხდება ამ ქვეყნის ევროპულ გზაზე დაბრუნება და თითოეული მოქალაქის ნდობის დაბრუნება არჩევნებთან მიმართებაში, - ამბობს თეონა აქუბარდია. 

ოპოზიცია დღეს აქციას თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან, 15:00 საათზე მართავს. ხელისუფლების ოპონენტები ყოველ დღე მომდევნო დღის გეგმას გამოაცხადებენ, დღეს საღამოს კი ხვალინდელი გეგმა გასაჯაროვდება.

 

მსგავსი სიახლეები