ყველაზე დიდი ძალა არის სიმართლე, რომელიც ხელში გვიჭირავს - ალეკო ელისაშვილი

05.11.24 15:14
ყველაზე დიდი ძალა არის სიმართლე, რომელიც ხელში გვიჭირავს - ალეკო ელისაშვილი

სააპელაციოსთან მოქალაქეები იკრიბებიან - "ძლიერი საქართველოს" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი უკვე სასამართლოსთან იმყოფება. 

ყველაზე დიდი ძალა არის სიმართლე, რომელიც ხელში გვიჭირავს - ამბობს ოპოზიციონერი ლიდერი და მოსამართლე ხუჭუას გადაწყვეტილებას მიესალმება.

ვენაცვალე ხუჭუას,  იმიტომ ღირს ამ ქვეყანაში ცხოვრება და ბრძოოლა, როპმ ასეთი კვალიფიციური ადამიანები არსებობენ. 

აქ ხო ხედავთ ჯარი შეიყვანეს, რას უნდა ველოდებოდეთ ახლა. ყველაზე დიდი ძალა არის სიმართლე, რომელიც ხელში გვიჭირავს. ჩვენ არაფერი ჩაგვიყრია, არაფერი კარუსელი არ დაგვიტრიალებია, არავისთვის 150 ლარი არ მიგვიცია ხმის სანაცვლოდ და კაპიტნები არ გვირბენია წინ და უკან. ჩვენ გავიმარჯვეთ ამ არჩევნებში. აქ ახლა ვიღაცა მურუსიძის ცუციკი ეყოლებათ დასმული, რომელსაც მდინარაძემ დაუწერა რა უნდა თქვას", - თქვა ელისაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები