"სიმართლის ნაპერწკალი გაჩნდა" - პაატა ბურჭულაძე მოსამართლე ხუჭუას გადაწყვეტილებაზე

05.11.24 15:30
"სიმართლის ნაპერწკალი გაჩნდა" - პაატა ბურჭულაძე მოსამართლე ხუჭუას გადაწყვეტილებაზე

"სიმართლის ნაპერწკალი გაჩნდა", - ასე აფასებს მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილებას. მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ არჩევნებზე ხმის ფარულობა დაცული არ იყო. 

პაატა ბურჭულაძე, რომელიც ამ წუთებში სააპელაციო სასამართლოსთან გამართულ აქციაში მონაწილეობს, იმედოვნებს, რომ მსგავსი გმირი მოსამართლე სააპელაციოშიც გამოჩნდება.

გაჩნდა პირველი ნაპერწკალი, სიმართლის ნაპერწკალი საქართველოში. მე აქედან მივესალმები ბატონ ვლადიმერ ხუჭუას და მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემი სახელით და ველა ჩემი თანამოაზრის სახელით. მან გმირული საქციელი ჩაიდინა, რომ აღუდგა წინ ამ უსამართლობას. ჩვენ ყველა მოვედით აქ იმისთვის, რომ ამ სასამართლოს ვუთხრათ, რომ იმედი გვაქვს, ამ სასამართლოშიც გამოჩნდება ერთი ადამიანი, რომელიც შეეწინააღმდეგება ამ სისტემას და გამოიტანს სამართლიან გადაწყვეტილებას, - ამბობს პაატა ბურჭულაძე. 

მეორე ინსტანციის სასამართლოსთან პროდასავლური ოპოზიციის ლიდერები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები უკვე იკრიბებიან. მოქალაქეები ადგილზე სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნით მივიდნენ. აქცია თავდაპირველად 14:00 საათზე სპორტის სასახლესთან იყო დააანონსებული, თუმცა შემდეგ ლოკაცია შეიცვალა და პროტესტი სააპლეაციო სასამართლოსთან 15:00 საათზე ჩაინიშნა.  

მსგავსი სიახლეები