"აუცილებლად განვახორციელებთ ივანიშვილის დემონტაჟს" - მამუკა ხაზარაძე

05.11.24 15:38
"აუცილებლად განვახორციელებთ ივანიშვილის დემონტაჟს" - მამუკა ხაზარაძე

სააპელაციო სასამართლოსთან "ძლიერი საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე მივიდა. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, ქვეყანაში აუცილებელია, რომ სიმართლემ და სინათლემ გაიმარჯვოს, რაც მისი თქმით,  შესაძლებელია სისტემიდან ბიძინა ივანიშვილისგან ჩამოშორებით.

სისტემა უნდა გავასუფთაოთ მოღალატეებისგან - ამბობს ხაზარაძე.

ბიძინა არის დამფრთხალი, შეშინებული. გუშინ ერთმა მოსამართლემ თქვა, რომ სიმართლე არის სინათლე და ეს სინათლე და ეს სიმართლე ამ ქვეყანაში გაიმარჯვებს. პირველ რიგში ამ ჩვენს პოლიციელებს, ამ კარგ ბიჭებს და გოგოებს უნდა ავუხსნათ, რომ მათ მშობლებს, ბებიებს და ბაბუებს მოპარეს არჩევანი. ისინი უნდა იყვნენ გაბრაზებულები, რადგან  აქ არ არსებობს ორი საქართველო, აქ არსებოსბ ერთი საქართველო და ამ საქართველოში არსებობენ მოქალაქები, რომელსაც ეკუთვნის პოლიციელიც მასწავლებელიც, მოსამართლეც და ა.შ. თუ ჩვენ გვინდა ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრება, ჩვენ უნდა დავამყაროთ სინათლე და სამართალი. სისტემა უნდა გავასუფთაოთ მოღალატეებისგან. ამ სისტემის თავი და თავი არის ბიძნა ივანიშვილი და მის დემონტაჟს განვახორციელებთ აუცილებლად ", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ 

მსგავსი სიახლეები