ჩვენი გამარჯვების ბრძოლის ხაზი სააპელაციო სასამართლოსთან გადის - თინა ბოკუჩავა

05.11.24 16:09
ჩვენი გამარჯვების ბრძოლის ხაზი სააპელაციო სასამართლოსთან გადის - თინა ბოკუჩავა

 

 

დღეს ბრძოლის ხაზი, გამარჯვების, დაბრუნების ბრძოლის ხაზი სწორედ აქ, სააპელაციო სასამართლოსთან გადის, - ამის შესახებ “ერთიანობა- ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ აქციაზე განაცხადაგანაცხადა.

მისი თქმით, 26 ოქტომბერს, “ივანიშვილმა, სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცებით და ბოროტად გამოყენებით, ადამიანების თავისუფალი არჩევანი მიიტაცა.“

ჩვენ ვხედავთ, როგორი მობილიზაცია აქვს ხელისუფლებას. აქ გადის ქვეყნის მომავლის, ევროპული მომავლის და სიმართლის ხაზი. სიმართლე იმ ადამიანების მხარეს არაა, რომლებიც ამ რკინის ჭიშკრის უკან დგანან. სიმართლე ქართველი ხალხის მხარესაა, რომლებმაც 26 ოქტომბერს ევროპული არჩევანი გააკეთა, მაგრამ ივანიშვილმა სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცებით და ბოროტად გამოყენებით, მიიტაცა ადამიანების თავისუფალი არჩევანი“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მსგავსი სიახლეები