ხვალ, 11:00 საათზე თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან აქცია გაიმართება
სააპელაციო სასამართლოსთან ხვალაც აქცია დაანონსდა - ამის შესახებ "ერთიანობის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
ვაშაძე საზოგადოებას მოუწოდებს, რომ 11 საათზე მეორე ინსტანციის სასამართლოსთან მივიდნენ.
ხვალ გაიმართება სასამართლო პროცესები, ერთი პროცესი არის 12 საათზე, მეორე 2 საათზე. სანამ გავაგრძელებთ ჩვენს მიტინგს, გთხოვთ, ხვალ 11 საატზე შევიკრიბოთ ისევ აქ, სააპელაციო სასამართლოსთან. ის პროცესი რომელიც დღეს უნდა ჩატარებულიყო გადაიდო ხვალისთვის, ამიტომ, გთხოვთ ყველანი შევიკრიბოთ აქ 11 საათზე", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.