დაფიქრდით, როგორ შეიძლება, რომ ყველა საქმე ბატონი სირაძის მამას დაეწერა - ხაზარაძე პოლიციელებს მიმართავს

05.11.24 16:38
დაფიქრდით, როგორ შეიძლება, რომ ყველა საქმე ბატონი სირაძის მამას დაეწერა - ხაზარაძე პოლიციელებს მიმართავს

“დაფიქრდით, როგორ შეიძლება, რომ ყველა საქმე ბატონი სირაძის მამას დაეწერა, როგორ შეიძლება ასეთი დამთხვევა“ - ასე მიმართა კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ სააპელაციოსთან მიმდინარე აქციაზე პოლიციელებს.

მისივე თქმით, ხვალ სააპელაციაოში ჩანიშნულია სხდომა და უფრო დიდი პროტესტით უნდა გამოვიდნენ .

ჩვენ აქ მოვედით იმისთვის, რომ თქვენი უფლებებიც დავიცვათ, თქვენი, თქვენი მშობლების და ბებია-ბაბუების ხმაც. ბიძინა ივანიშვილმა თავისი კორუმპირებული მმართველების და მათ შორის თქვენი ხელმძღვანელების მეშვეობით, მომავალი წაგართვათ. ამაზე დაფიქრდით, სახლში რომ მიხვალთ. მესმის, რომ მოვალეობას ასრულებთ, მაგრამ პირველ რიგში ხართ მამები, შვილები და ამ ქვეყნის მომავალზე უნდა ზრუნავდეთ. მომავლის დაცვა ფიზიკურად დაცვა არაა, სახლში რომ მიხვალ, უნდა დაფიქრდე:  როგორ შეიძლება, რომ ყველა საქმე ჩვენი უფროსის, ბატონი სირაძის მამას დაეწერა, როგორ შეიძლება ასეთი დამთხვევა,  ეს არის დამპალი სისტემა, რომელიც ემსახურება ერთადერთ კაცს. ჩვენი ქვეყანა, ასეთი კანონებით, როგორიცაა რუსული კანონი და სხვადასხვა კანონები, უამრავი ნაღმი, რომელიც ბიძინამ თავისის საცეცებით სხვადასხვა ადგილას ჩადო, შეიყვანონ რუსეთში- ამაზე დაფიქრდით. ახლა იწყება ისეთი ბრძოლა, რომ ან გავალთ მშვიდობის გზაზე, ან ჩავრჩებით ამ ჭაობში“,- განაცხადა ხაზარაძემ.

 

მსგავსი სიახლეები