კობახიძე ევროპის პოლიტიკური საზოგადოების შეხვედრას დაესწრება - ვინ გამოუგზავნა მოწვევა პრემიერს

05.11.24 17:30
კობახიძე ევროპის პოლიტიკური საზოგადოების შეხვედრას დაესწრება - ვინ გამოუგზავნა მოწვევა პრემიერს

ირაკლი კობახიძე უნგრეთში მიემგზავრება, საქართველოს პრემიერ მინისტრი ევროპის პოლიტიკური საზოგადოების შეხვედრას დაესწრება. კობახიძის მიწვევა, ღონისძიებაზე სადაც ევროკავშირის ლიდერები იქნებიან, მასპინძელმა ქვეყანამ უნგრეთმა გაუგზავნა - უთხრა წყარომ ევროკავშირიდან "პირველებს". 

ევროპის პოლიტიკური საზოგადოების სამიტი ბუდაბეშტში ხვალ გაიმართება. ევროკავშირის მიერ საქართველოს მთავრობასთან ოფიციალური ურთიერთობის გადახედვის ფონზე ევროკომისიის და ევროპული საბჭოს ხელმძღვანელები უარს ამბობენ საქართველოს პრემიერთან შეხვედრაზე, ამ ფონზე ირაკლი კობახიძისთვის მაშველი რგოლი უნგრეთი აღმოჩნდა, რომელმაც მას EPC შეხვედრაზე მოსაწვევი გამოუგზავნა.

მსგავსი სიახლეები