უწყვეტი პროტესტი და მსვლელობები - "ოცნების" ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაშია
არცერთი დღე პროტესტის გარეშე - ბრძოლა "ოცნების" ხელისუფლების წინააღმდეგ გადამწყვეტ ფაზაშია. საპროტესტო მოძრაობა, რომელსაც პროსასავლური ოპოზიციური კოალიცია უდგას სათავეში, დღეს სააპელაციო სასამართლოსთან შეიკრიბა. მიზანი მიტაცებული არჩევნების დაბრუნებაა.
ივანიშვილის გუნდმა სააპელაციო სასამართლოს მთელი შენობა და მიმდებარე პერიმეტრი დღეს დიდ ჩაკეტილ ციხედ აქცია. ყველა გზა, რომელიც მეორე ინსტანციის სასამრთლოსთან მიდიოდა, ჩახერგეს. სამართველოს შენობაში სპეცრაზმი შეიყვანეს, ჩანიშნული პროცესები კი გადადო.
მაშინ, როცა გომელაურს მთელი ძალები სააპელაციო სასამართლოსგენ ჰქონდა გადასროლილი, საპროტესტო მარში პოლიტიკურმა ლიდერებმა თბილისის ქუჩებში დაიწყეს. დღეიდან პროტესტის ეპიცენტრი მხოლოდ რუსთაველის გამზირი არ იქნება. წართმებული არჩევნების გამო გაბრაზებული ხალხი ყველგან მივა.
ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.