ამერიკული სანქციების ახალი პაკეტი დაანონსებულია - ვინ მოხვდება შავ სიაში?

05.11.24 20:32
ამერიკული სანქციების ახალი პაკეტი  დაანონსებულია - ვინ მოხვდება შავ სიაში?

 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის შეფი, მისი მოადგილე, ცესკოს მდივანი და საარჩევნო კომისიის დეპარტამენტებიბს უფროსები - ყველა, ვინც პასუხისმგებელია არჩევნების გაყალბებაზე, შესაძლოა, ამერიკული სანქციების სიაში აღმოჩნდეს. გაყალბებული არჩევნების შემდეგ, რომელმაც ამ დრომდე შტატების აღიარება ვერ მიიღო, ბაიდენის ადმინისტრაციამ სანქციების ახალი პაკეტი დაანონსაა. სახელმწიფო დეპარტამენტი ამბობს, რომ შტატები ყველა დამატებით ზომას განიხილავს, რომლის ამოქმედებასაც არ მოერიდებიან.

სანქიცების პოლტიკის თანახმად, ამერიკის ადმინისტრიაცია არა მხოლოდ პოლიტიკური პირების პასუხისმგებლობას გამოკვეთავს, არამედ ასანქცირებს ისეთ ადამიანებს, ვინც უშუალოდ უკანონებაზეა პასუხმგებელი. ასე, მოხდა აქციების დარბევის დროს, როდესაც, სპეცრაზმის შეფი და მისი მოადგილე დაასანქცირეს. 

ამერიკის მთავრობაში უკვე მზად არის ოლიგარქის სანქციების დოკუმენტი, რომელსაც ასამოქმედებლად ერთი ხელმოწერა სჭირდება. ამერიკის კონგრესში კი რამდენიმე კვირაში იმ კანონპროექტის განხილვა გაგრძელდება, რომელიც ივანიშვილის ქვეშევრდომების დასანქციებას მოითხოვს და რომელსაც ამერიკაში ორპარტიული მხარდაჭერა აქვს. 

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები