ექსკლუზივი: პროკურატურა ცესკოდან ვერიფიკაციის აპარატებში შენახული ინფორმაციის გადაცემას ითხოვს

05.11.24 20:26
ექსკლუზივი: პროკურატურა ცესკოდან ვერიფიკაციის აპარატებში შენახული ინფორმაციის გადაცემას ითხოვს

 

"პირველებმა" მოიპოვა საქართველოს პროკურატურიდან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაგზავნილი წერილი, რომლითაც დგინდება, რომ საგამოძიებო უწყება ვერიფიკაციის აპარატებში შენახული მონაცემების გადაცემას ითხოვს. ეს იმ ამომრჩევლების სიაა, ვინც არჩევნებზე მივიდა. ექსკლუზიურად მოიპოვებულ დოკუმენტში, რომელიც 1 ნოემბრით თარიღდება, გაბიტაშვილის უწყება ცესკოს ატყობინებს, რომ არჩევნების გაყალბების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში ვერიფიკაციის აპარატებიდან, ხმის მისაცემად მისულ მოქალაქეებზე ინფორმაციის ამოღებას აპირებს. 

უკვე ერთი კვირაა, ოპოზიცია არჩევნებზე მისული ამომრჩევლის სიის გასაჯაროებას ითხოვს. არსებობს ეჭვი, რომ "ქართულმა ოცნებამ" ისეთი ადამიანების ნაცვლად მიაცემინა ხმა, ვინც საქართველოში არ იყო ან არჩევნებზე საერთოდ არ მისულა. ვიდრე ოპოზიცია ფაქტების გადამოწმებას მოითხოვს, სიები პროკურატურას მიაქვს. არსებობს ეჭვი, რომ მოხდება მტკიცებულებების განადგურება და ვერიფიკაციის აპარატებიდან ამოღებული სიების ისე დამუშავება, რომ გაყლაბების კვალი წაიშალოს. 

ოპოზიცია ფიქრობს, რომ არჩევნების გაყალბების ობიექტურად გამოძიება პროკურატურას არ შეუძლია, რადგან ის იმავე ხელისუფლების დაქვემდებარებაშია, ვინც არჩევნები გაააყალბა. "ქართული ოცნება" კი ამ დრომდე უარს ამბობს ფაქტების დამდგენ საერთაშორისო მისიასთან თანამშრომლობაზე, რომელიც უცხოელი ექსპერტებით დაკომპლექტდება. 

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები