"სასწრაფოდ უნდა აღმოიფხვრას საარჩევნო დარღვევები" - ბელგიის პრემიერი სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა

05.11.24 21:48
"სასწრაფოდ უნდა აღმოიფხვრას საარჩევნო დარღვევები" - ბელგიის პრემიერი სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა

ბელგიის პრემიერ-მინისტრს, ალექსანდერ დე კრუსა და საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. 

როგორც ალექსანდერ დე კრუ პლატფორმა X-ზე წერს, ბელგია ქართველების ევროპულ მისწრაფებებს მხარს მტკიცედ უჭერს. 

ამასთან, ბელგიის პრემიერი ხაზს უსვამს, რომ ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში გამოვლენილი დარღვევები დაუყოვნებლივ უნდა აღმოიფხვრას. 

ბელგია მტკიცედ დგას ქართველი ხალხისა და მათი ევროპული მისწრაფებების უკან.

საარჩევნო დარღვევები სასწრაფოდ უნდა აღმოიფხვრას.

ჩვენ ხაზს ვუსვამთ დიალოგის აუცილებლობას რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად", - წერს ის X-ზე. 

მსგავსი სიახლეები