ივანიშვილის კორუმპირებული ხელისუფლება, არჩევნების მიტაცების მიზნით, თავისუფალ ნებაზე ზემოქმედებდა - ბოკუჩავა
"ივანიშვილის კორუმპირებული ხელისუფლება, არჩევნების მიტაცების მიზნით, თავისუფალ ნებაზე ზემოქმედებდა" - ამის შესახებ განცხადება "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ "ტვ პირველის" ეთერში გააკეთა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, მმართველმა პარტიამ მოქალაქეებზე ფინანსებით მანიპულაცია განახორციელა და ქვეყანაში რუსული სპეცოპერაცია ჩაატარა.
ივანიშვილის კორუმპირებული ხელისუფლება არჩევნების მიტაცების მიზნით, რუსული სპეცოპერაციით, თავისუფალ ნებაზე ზემოქმედებდა. დარწმუნებული ვარ, რომ ივანიშვილს პერსონალური მონაცემები ჰქონდა შეგროვებული თითოეულ მოქალაქეზე და ვინც ყველაზე მოწყვლადი იყო საკუთარი სოციუმით, ოჯახური მდგომარეობით თუ ნებისმიერი სხვა ფინანსური მონაცემებით, სწორედ ეს მონაცემები გამოიყენა ამომრჩევლის ტოტალური კონტროლის მიზნით", - ამბობს თინა ბოკუჩავა.