პროტესტი გრძელდება - სააპელაციო სასამართლოსთან მოქალაქეები იკრიბებიან
პროტესტი "ოცნების" ხელისუფლების წინააღმდეგ არ ჩერდება. საქართველოს მოქალაქეები მოპარული არჩევნების უკან დაბრუნებას ითხოვენ. დილიდან ეპიცენტრი სააპელაციო სასამართლოა, სადაც საარჩევნო დავები ერთმანეთის მიყოლებით არის ჩანიშნული. საქმეების განხილვა მოსამართლეებს დიდი პროტესტის ფონზე მოუწევთ. ადგილზე უკვე იკრიბებიან მოქალაქეები და პროდასავლური პოზიცია.
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ანა დოლიძე, რომელიც ამ წუთებში სააპელაციო სასამართლოსთან იმყოფება, ამბობს, რომ "ქართულმა ოცნებამ" დაპირება, რომ სამართლიან სასამართლოს შექმნიდა, არ შეასრულა. მისი თქმით, ხელისუფლებას პასუხისგაცემა სიტყვით არ შეუძლია და ამას ძალით ცდილობს.
ეს ხელისუფლება მოვიდა ამ პირობით ხელისუფლებაში: სამართლიანობის აღდგენა, სამართლიანი სასამართლოს შექმნა. ეს ხელზე არ გვაქვს, წარმოდგენილი არ არის, ისევ გვიწევს, აი, დეჟავიუ მაქვს, 12-15 წლის წინ ვიყავი ამ სასამართლოში. მურუსიძის სასამართლოში არის გამაგრებული „ქართული ოცნება“. რაც მოხდა გაყალბების საქმეებზე, არის უკანონო, იმიტომ, რომ მოსამართლეებს ჩამოართვეს საქმეები და გადასცეს ერთ მოსამართლეს, ყველაზე სანდოს, გამობრძმედილს, რომელიც სავარაუდოდ, გააუქმებს ყველა იმ ნათელ წერტილს, მათ შორის თეთრიწყაროს გადაწყვეტილებას, რომელმაც დაადასტურა, არჩევნებზე ხმის ფარულობა იყო დარღვეული. ეს კორდონი, რომელიც დღეს აქ არის, ამის დადასტურებაა, რომ პასუხის გაცემა ხელისუფლებას და მის მომსახურე სასამართლოს კლანს სიტყვით არ შეუძლია, კუნთით და ზალით უნდა, გაგვცეს, - ამბობს ანა დოლიძე.