სააპელაციო სასამართლოს ეზო და მიმდებარე ტერიტორია პოლიციელებით და სპეცრაზმელებით არის სავსე
საპელაციო სასამართლოს ეზო და მიმდებარე ტერიტორია დილიდან კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებით არის სავსე. შსს-მ უპრეცედენტო მობილიზება გამოაცხადა. სასამართლოს შიდა ტერიტორიაზე იმყოფებიან პოლიციის მაღალჩინოსნები იმყოფებიან, იქ იმყოფება ცენტრალური კრიმინალური პოლიციის შეფი თეიმურაზ კუპატაძეც.
რაც შეეხება სამმართველოს ტერიტორიას, იქ უკვე მობილიზებულია 5 ავტობუსი, რომლებშიც სპეცრაზმელები არიან მობილიზებულები. ისინი ადგილზე ხელკეტებით და ფარებით არიან აღჭურვილები.
"პირველებმა" საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილეს ჰკითხა, რა საჭიროეებას წარმოადგენდა ადგილზე ამ რაოდენობის სამართალდამცველების მიყვანა. კახა ბუხრაძე მხოლოდ იმას ამბობს, რომ ამის მიზეზი დღეს დაანონსებული აქციაა.
ყოველთვის იმდენი არის რაოდენობა პოლიციის წარმოდგენილი რამდენიც არის საჭირო საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად, - ამბობს ბუხრაძე.
შეგახსენებთ, რომ დილიდან სააპელაციო სასამართლოსთან მოქალაქეები და პროდასავლური ოპოზიცია იკრიბება. ადამიანები ადგილზე მოპარული ხმების დაბრუნებას ითხოვენ. დღეს სააპელაციოში საარჩევნო დავების განხილვა ერთმანეთის მიყოლებით არის ჩანიშნული. საქმეების განხილვა მოსამართლეებს დიდი პროტესტის ფონზე მოუწევთ.