"ძლიერი აშშ ახლა უფრო მეტად საჭიროა" - ზურაბიშვილმა ტრამპს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
საქართველოს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვება ამიულოცა. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
გილოცავთ არჩევას, ბატონო პრეზიდენტო.
ძლიერი აშშ – ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და 33 წლის მეგობარი – ახლა უფრო მეტად საჭიროა, ვიდრე ოდესმე, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდასაჭერად, რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გასაძლიერებლად და ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დასაცავად, - წერს ზურაბიშვილი X-ზე.
გაცნობებთ, რომ Fox News-ის, Associated Press-ის, CNN-ისა და BBC-ის ცნობით, აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი ხდება.