ბელორუსის ცესკო გიორგი კალანდარიშვილს სოლიდარობას უცხადებს და წერილს აგზავნის
ბელორუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იგორ კარპენკო, სოლიდარობას უცხადებს საქართველოს ცენტრლაური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს. შეშფოთებულია იმ კრიტიკით, რომელიც გიორგი კალანდარიშვილის მისამართით ისმის.
"პირველებმა" მოპოვა წერილი, რომელიც კალანდარიშვილის სახელზე ბელორუსის ცესკოდან გამოიგზავნა.
საქართველოს პარლამენტის არჩევნების შემდეგ შექმნილი ვითარება გულგრილს ვერ ტოვებს ბელარუსის რესპუბლიკის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
ამასთან დაკავშირებით გვინდა, გამოვხატოთ გულწრფელი მხარდაჭერა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ, რომელიც აღმოჩნდა თავდასხმების და უსაფუძვლო ბრალდებების ობიექტი, თითქოსდა არჩევნების შედეგების გაყალბების გამო.
ჩვენ არაერთხელ წავაწყდით შანტაჟს, მუქარას, ბულინგს, ზეწოლას და არეულობის პროვოცირებას უცხოეთიდან. ბელარუსის რესპუბლიკის სუვერენული განვითარების პერიოდში, ცენტრალური საარჩევნო კომისია არაერთხელ გახდა ჰიბრიდული ზემოქმედების სამიზნე. დღეს კი ბელარუსის თანამდებობის პირები, პოლიტიკური და საზოგადოებრივი მოღვაწეები, საწარმოები და ორგანიზაციები სხვადასხვა სანქციების ქვეშ იმყოფებიან კოლექტიური დასავლეთის მხრიდან.
დარწმუნებულნი ვართ, რომ მსგავსი ქმედებები საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის დარღვევით ზიანს აყენებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ამცირებს საარჩევნო სისტემის ავტორიტეტს და მიმართულია ქვეყნის შიგნით დესტაბილიზაციისკენ.
გამოვხატავთ სოლიდარობას თქვენი და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყველა წევრის მიმართ, ასევე ტერიტორიულ და საუბნო კომისიების მიმართ. გისურვებთ მშვიდობას და კეთილდღეობას ქართველ ხალხს!, - ნათქვამია წერილში.