კონკრეტულ მომენტში ქუჩაში ნახევარი თბილისი უნდა გამოვიდეს - ნიკა მელია

06.11.24 15:16
 კონკრეტულ მომენტში ქუჩაში ნახევარი თბილისი უნდა გამოვიდეს - ნიკა მელია

 კონკრეტულ მომენტში ქუჩაში ნახევარი თბილისი უნდა გამოვიდეს, - ამის შესახებ "ცვლილებისთის" ლიდერმა ნიკა მელიამ სააპელაციო სასამართლოსთან განაცხადა. ოპოზიციონერი ლიდერი ამბობს, რომ საჭიროა მომზადება იმ მტავრი დღისთვის, რომელიც ქვეყნის ბედისის გადამწყვეტი იქნება.

მელიას თქმით, ივანიშვილი ხელისუფლების ქმედებები დეგრადაციისკენ გზაა და ეს საქართველოს მოქალაქეებმა არ უნდა დაუშვან. 

როგორც ჩვენ ახლა ერთმანეთს ვუსმენთ და ვხედავთ, ისე უნდა ვიყოთ დარწმუნებულები, რომ ივანიშვილს მხოლოდ ერთი გამოსავალი დარჩა, რომ იქნებ შეგვცივდეს, იქნებ დავიღალოთ - არა. კონკრეტულ პერიოდში, უახლოეს პერიოდში ნახევარი თბილისი უნდა იყოს ხალხით სავსე. ყველა მოედანი, ყველა გამზირი რუსთაველის გამზირის ჩათვლით. ჩვენ ერთმანეთს მივეცით პირობა, იმიტომ, რომ ამის უკან დგას არა პოლიტიკური მიზანი მხოლოდ, არამედ ადამიანურ-მორალური ვალდებულება, რომ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში საკუთარი შვილები არ დავკარგოთ, იმიტომ, რომ ეს არის დეგრადაციის გზა. გამარჯვება გამარჯვებულმა პოლიტიკურმა ძალებმა უნდა დავიბრუნოთ, - განაცხადა ნიკა მელიამ. 

შეგახსენებთ, რომ დილიდან სააპელაციო სასამართლოსთან მოქალაქეები და პროდასავლური ოპოზიცია შეიკრიბა. ადამიანები ადგილზე მოპარული ხმების დაბრუნებას ითხოვენ. დღეს სააპელაციოში  საარჩევნო დავების განხილვა ერთმანეთის მიყოლებით არის ჩანიშნული. საქმეების განხილვა მოსამართლეებს დიდი პროტესტის ფონზე მოუწევთ.  

მსგავსი სიახლეები