ჩვენ ვნახეთ აგრესიული და მყეფარე ირაკლი კობახიძე - საბა ბუაძე ,,ოცნების" თავმჯდომარეზე

19.03.21 13:59
ჩვენ ვნახეთ აგრესიული და მყეფარე ირაკლი კობახიძე - საბა ბუაძე ,,ოცნების" თავმჯდომარეზე

ოპოზიცია მოლაპარაკებების ჩაშლაში ხელისუფლებას ადანაშაულებს და დიდ შეკრებას აანონსებს. ოპონენტები ამბობენ, რომ დასავლეთი ჩაშლილ  მოლაპარაკებას ,,ქართულ ოცნებას" არ აპატიებს და   რომ  მმართველმა პარტიამ საქართველოს ევროატლანტიკურ პერსპექტივას დიდი დარტყმა მიაყენა. 

პარტია ,ლელოს" წარმომადგენელი, საბა ბუაძე აღნიშნავს, რომ ,,ქართული ოცნების" გადაწყვეტილებამ ქვეყანა იმაზე დიდ პოლიტიკურ კრიზისში შეიყვანა, რაც დღემდე არსებობდა.

 მათ ისიც კი ვერ მოახერხეს, რომ მოლაპარაკებების პროცესში თავი მოეთოკათ. ჩვენ ვნახეთ მყეფარე და აგრესიული კობახიძე, რაც იყო ნიშანი ამ მოლაპარაკების მიმართ ,,ოცნების" დამოკიდებულებისა, ,,ოცნებამ" არნახული სიხისტე და პოლიტიკური სიბრიყვე წარმოაჩინა, რაც ჩვენს ქვეყანას უფრო დიდ კრიზისში შეიყვანს. - აღნიშნავს საბა ბუაძე. 

,, სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი ჩაშლილ მოლაპარაკებებში პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ხელისუფლების არასწორი პოზიციის გამო ევროპელმა მედიატორებმა არაერთი მცდელობის მიუხედავად ვერც კი მოხერხეს საბოლოო დოკუმენტის შედგენა.

 

ვერც კი დადეს საბოლოო დოკუმენტი, რასაც ოპოზიცია ხელს მოაწერდა. შოკირებულები მედიატორები ამბობდნენ, 8 დღეა, აქ ვართ, 60 საათი ოფისიდან არ გავსულვართ და რისი გულისთვის? იმდენად მიუღებელი იყო ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის ,ქართული ოცნების" პოზიცია, ვერც კი დადეს საბოლოო დოკუმენტი ოპოზიციასთან სალაპარაკოდ - ამბობს გიორგი ვაშაძე. 

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს მიაჩნია, რომ ევროპა ,,ქართულ ოცნება" ჩაშლილ მოლაპარაკებეს არ აპატიებს და სანქციებს დაუწესებს.

თუ ,,ოცნებას ჰგონია, რომ  ეთამაშებიამ მას და ყველაფერი გაუვა, აგერ ვნახავთ, რა რეაქციები იქნება.  ერთი პროცენტიც არ არსებობს, რომ ევროპელმა მედიატორებმა ხელი ოპოზიისკენ გაიშვირონ. რა ჰგონიათ, ევროსაბჭოს პრეზიდენტს ვიღაცა ამ იწილო-ბიწილო ,,ოცნების" წარმომადგენლებმა სილა გააწვნეს და ამას ასე დატოვებს? - კითხულობს გიორგი ვაშაძე

ოპოზიცია დიდ შეკრებას აანონსებს, ლიდერები ,,ლელოს" ოფისში შეიკრიბებიან და სამომავლო გეგმებზე იმსჯელებენ.