აქციის ორგანიზატორებს სააპელაციოსთან ხმის გამაძლიერებლების შეტანის უფლებას არ აძლევდნენ
ცოტა ხნის წინ სააპელაციო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე ხმაური იყო. აქციის ორგანიზატორებს ადგილზე ავტომობილით ხმის გამაძლიერებლების შეტანა სურდათ, თუმცა მათ ამის საშუალება სამართალდამცველებმა არ მისცეს. საბოლოოდ, შეთანხმდნენ, რომ აპარატურას იქ ხელით ჩაიტანდნენ.
შეგახსენებთ, რომ დილიდან სააპელაციო სასამართლოსთან მოქალაქეები და პროდასავლური ოპოზიცია შეიკრიბა. ადამიანები ადგილზე მოპარული ხმების დაბრუნებას ითხოვენ. დღეს სააპელაციოში საარჩევნო დავების განხილვა ერთმანეთის მიყოლებით არის ჩანიშნული. საქმეების განხილვა მოსამართლეებს დიდი პროტესტის ფონზე მოუწევთ.