პროტესტის დროა, სამართალი უნდა დავიცვათ - თამრიკო ჭოხონელიძე

06.11.24 15:34
პროტესტის დროა, სამართალი უნდა დავიცვათ - თამრიკო ჭოხონელიძე

ახლა პროტესტის დროა, - ამის შესახებ მომღერალმა თამრიკო ჭოხონელიძემ სააპლეაციო სასამართლოსთან, აქცაიზე ყოფნისას განაცხადა. ხელოვანის თქმით, მოსამართლე ხუჭუამ სამაგალითო გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც პირდაპირ თქვა, რომ არჩევნებზე ხმის ფარულობა ირღვეოდა. ჭოხონელიძე მოსამართლეებს მოუწოდებს, მათაც გამოიჩინონ გამბედაობა.  

ახლა ამის დროა, პროტესტის დროა. ჩვენ ვდგავართ სააპელაციო სასამართლოსთან იმიტომ, რომ სიმართლე და სამართალი დავიცვათ. იმიტომ, რომ ხალხს ვუთხრათ, რომ სამაგალითოა ვლადიმერ ხუჭუა, რომელსაც უნდა მიბაძონ, იმიტომ, რომ დრო დადგა უკვე რაღაცნაირად გადალახონ ის შიში, - ამბობს ჭოხონელიძე.

მსგავსი სიახლეები