ტრამპი - ახალი თავის ტკივილი "ოცნებისთვის"? - რას ამბობენ ექსპერტები
მკვლევარები და ყოფილი მაღლაჩინსონები, რომლებიც წლებია საქართველო - ამერიკის უერთიერთოების განვითარებას აკვირდებაინ, ამბობენ, რომ "ქართული ოცნებისთვის" ტრამპის პრეზიდენტობა ახალი თავის ტკივილია. მათი თქმით, სწორედ რესპუბლიკელი კანდიდატის გუნდი იყო ის, ვინც სენატში ივანიშვილის სანქცირებას ითხოვდა და სწორედ ტრამპის თანგუნდელის, ჯო ვილსონის შეფასებაა, რომ ივანიშვილი არის "რუსეთის მარიონეტი". სპეციალისტები ყურადღებას კიდევ ერთ ფაქტორზე ამახვილებენ - ეს ჩინეთია. "ქართულმა ოცნებამ" ჩინეთთან ურთიერთობები დაახლოვა, ეს კი ტრამპისთვის წითელი ხაზია.
ჯო უილსონი, რომელიც არის ყველაზე უფრო ერთგული ტრამპისტი კონგრესმენთა შორის, იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც ითხოვდა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას. მაიკ პომპეო, რომელიც იყო ტრამპის სახელმწიფო მდივანი, არის ერთადერთი ამერიკელი მაღალჩინოსანი, რომელმაც საქართველოს პრემიერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე უქნია თითი საქართველოს პრემიერს და უთხრა, რომ რუსებს და ჩინელებს ნუ მიჰყიდი ქვეყანასო. მათთვის, სამწუხაროდ, აბსოლუტურად არაფერი შეიცვლება ამ ურთიერთობებში, პირიქით, ისეთი წითელი ხაზია ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა პრეზიდენტ ტრამპისთვის და მისი გარემოცვისთვის, რომ აბსოლუტურად არავითარი პერსპექტივა პოზიტიური დღის წესრიგის არცერთ სახელმწიფოს არ აქვს, რომელიც ამ წითელი ხაზის გადალახვას შეეცდება. მე ველოდები, რომ გადაწყვეტილებები უფრო სწრაფად იქნება მიღებული, - ამბობს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი.
ექსპერტი გიორგი მელაშვილი ფიქრობს, რომ ტრამპის პრეზიდენტოსბის პირობებში აშშ-ს საქართელოსადმი დამოკიდებულება კარდინალურად არ შეიცვლება.
ნაკლებად სავარაუდოა, რომ საქართველოსთან მიმართებით აშშ-ს პოლიტიკა კარდინალურად შეიცვლება. როგორი მნიშვნელოვანიც იყო თავისუფალი არჩევნების ჩატარება, ისეთივე მნიშვნელოვნად დარჩება. როგორი მნიშვნელოვანიც იყო შავი ზღვის რეგიონი, პირიქით, შეიძლება მისი მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდოს ირანისა და სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან აშშ-ს დაპირისპირების პირობები. რესპუბლიკელებთან ძალიან დიდ ყურადღებას უთმობდნენ ჩინეთის საკითხს, დიდ ყურადღებას უთმობდნენ ჩინური გავლენების შეკავებას მსოფლიო მასშტაბით და შესაბამისად, ის რეჟიმები, რომლებიც გადაწყვეტენ, რომ აშშ-ს ნაცვლად ჩინეთთან უფრო ახლოს ითანამშრომლონ, რა თქმა უნდა, გახდებიან აშშ-ს მხრიდან სათანადო რეაგირების ობიექტები, - ამბობს გიორგი მელაშვილი.
კიდევ ერთი ექსპერტი თენგიზ ფხალაძე ფიქრობს, რომ შესაძლოა, საქართველოს ხელისუფლებამ საკუტარი ანტიდემოკრატიული ქმედებების გამო აშშ-გან კიდევ უფრო ხისტი პასუხი მიიღოს.
შეიძლება, კიდევ უფრო ხისტი პასუხიც მივიღოთ იმ ქმედებებზე, რომელსაც ვახორციელებთ. განსაკუთრებით თუ გავაგრძელებთ პოლიტიკურ ფლირტს ანტიამერიკულ სახელმწიფოებთან. ვერანაირ ნიშანს გადატვირთვისას ამ წუთას მე ვერ ვხედავ, ხაზს ვუსვამ, მანამ, სანამ საქართველოს ხელისუფლება არ გადადგამს იმ ნაბიჯებს, რომელიც ამ გადატვირთვის არის აუცილებელი, - ამბობს თენგიზ ფხალაძე.
შეგახსენებთ, რომ ბოლო ინფორმაციით, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელი ლიდერი დონალდ ტრამპი ლიდერობს. მან კოლეგიის 277 ხმა უკვე მიიღო.