სასამართლოში სახელები და გვარები მივიტანე, როგორ იყო კომისიები დაკომპლექტებული "ოცნების" პარტაქტივით - მეზვრიშვილი
არჩევნების გაყალბების საქმეზე ნათია მეზვრიშვილის გამოკითხვა დასრულებულია. პარტია "საქართველოსთვის" ლიდერის თქმით, მაგისტრ მოსამართლეს სახლებით და გვარებით მიაწოდა ინფორმაცია, ვინ არიან ადამიანები, ვინც "ოცნებასთან" ერთად არჩევნების გაყალბების თანამონაწილეები არიან. ოპიზიციონეტრის განცხადებით, ახლა გამოძიების ხელშია ათობით პირდაპირი მტკეცებულება, რომელიც არჩევნების გაყალბებას ადასტურებს.
ეს ადამიანები ახლა ეცდებიან ინდივიდუალური ფაქტები და საქმეები გამოიძიონ და არ შეხედონ ერთიან სურათს. დღეს აქ დეტალურად ვისაუბრე იმაზე, როგორ გაყალბდა არჩევნები არჩევნებამდე და შემდეგ რა მოხდა 26 ოქტომბერს. დავიწყე მოყოლა იქიდან, როგორ გაუქმდა ინსტიტუტები და დაექვემდებარა პარტიას. ეს სურათი რაც ხდებოდა 26 ოქტომბრამდე, ნულოვანი რეაგირება. შემდგომ მივიტანე დეტალური ინფორმაცია, როგორ იყო დაკომპლექტებული კომისიები, როგორ იყვნენ რეგისტრატორები მხოლოდ ცესკოს მიერ დანიშნული, ანუ "ოცნების" მიერ დანიშნული პირები. სახელები და გვარები მივიტანე, როგორ იყო კომისიები დაკომპლექტებული "ოცნების" პარტაქტივით, დავუტოვე მოსამართლეს და გადავეცი მხარეებს. ვისაუბრე იმ ადამიანებზე, რომლებიც სავარაუდოდ, ახორციელებდნენ ზეწოლას საჯარო მოხელეებზე", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.