კობახიძის ვიზიტი უნგრეთში - მოახერხებს თუ არა პრემიერი სამიტის ფარგლებში ევროკავშირის ლიდერებთან საუბარს?
ირაკლი კობახიძის ვიზიტი უნგრეთში - მოახერხებს თუ არა პრემიერი ევროპის პოლიტიკური საზოგადოების სამიტზე ევროკავშირის ლიდერებთან საუბარს?
"რადიო თავისუფლების" ბრიუსელის ბიუროს კორესპონდენტის, რიკარდ იოზვიაკის თქმით, "ქართული ოცნება" ახლა შეეცდება ეს ვიზიტი იმის სადემონტრაციოდ გაასაღოს, რომ არაღიარებული არჩევნების მიუხედავად, თითქოს დასავლეთში მეკავშირეები მაინც ჰყავთ.
დარწმუნებული ვარ კობახიძე იტყვის, რომ შევხვდი ამას და ამას და ბოიკოტს არავინ მიცხადებს, რადგან იქ ყველა ლიდერი იქნება. ეს, რა თქმა უნდა, სიმართლე არ არის - ამბობს იოზვიაკი "პირველებთან" ინტერვიუში.
მან მოწმევის წერილი მიიღო, რადგან ჯერ კიდევ არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ის გასულ ივლისშიც დაესწრო ევროპის პოლიტიკური საზოგადოების სამიტს ბრიტანეთში, ამიტომ ბუნებრივიცაა. ის მიიწვია მასპინძელმა, რომელიც უნგრეთია და უნგრეთი ძალიან ახლოსაა "ქართულ ოცნებასთან". ირაკლი კობახიძე შეეცდება ლიდერებს კორიდორში შეხვდეს. ევროპის პოლიტიკური საზოგადოება არის ასე ვთქვათ პლენალური სხდომა, შემდეგ მცირე ჯგუფებად იყოფიან , საუბრობენ მიგრაციაზე, ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე, შემდეგ კი ექნებათ ორხრივი შეხვედრები. ეს არის ძალიან ღია სისტემა, სადაც შეგიძლია ლიდერებთან ერთად დაჯდე ან იდგე და ისაუბრო ვისთანაც მოგესურვება. დარწმუნებული ვარ კობახიძე იტყვის, რომ შევხვდი ამას და ამას და ბოიკოტს არავინ მიცხადებს, რადგან იქ ყველა ლიდერი იქნება. ეს, რა თქმა უნდა, სიმართლე არ არის. ეს არის იპისის პრობლემა, რომ ლუკაშენკოს, პუტინის და პაპის გარდა ყველა იქ იქნება - ერდოღანი, ალიევი ანუ ბევრი ლიდიერი, რომელიც დემოკრატი არაა, იქ იქნება. მაგრამ ეს არ არის ევროკავშირის შეკრება, იპისი განცალკევებული შეკრებაა", - ამბობს იოზვიაკი
ირაკლი კობახიძე ბუდაპეშტში ევროპის პოლიტიკური საზოგადოების სამიტზე დასასწრებად ჩავა, თუმცა არა ევროპელი ლიდერების მიწვევით. კობახიძე სამიტზე პრორუსმა ვიქტორ ორბანმა მიიწვია.