რას ელოდება EU და როგორ შეიძლება გაგრძელდეს ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობები - რაზე საუბრობს იოზვიაკი

06.11.24 16:20
რას ელოდება EU და როგორ შეიძლება გაგრძელდეს ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობები - რაზე საუბრობს იოზვიაკი

რა ეტაპზეა ახლა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები - "რადიო თავისუფლების" ბრიუსელის ბიუროს კორესპონდენტის, რიკარდ იოზვიაკის თქმით, ევროკავშირი ეუთო-ოდირის საბოლოო დასკვნას და საერთაშორისო გამოძიებას ელოდება და ამის შემდეგ მიიღებენ პარტნიორები გადაწყვეტილებას "ოცნებასთან" მიმართებაში.

იოზვიაკი ამბობს, რომ თუ არაფერი შეიცვლება, საქართველოს ექნება ისეთივე კანდიდატის სტატუსი, როგორიც აქვს თურქეთს, წლობით გაყინული და საქართველოც თურქეთის მსგავსად ვერ შეძლებს ევროკავშირშიბ ინტეგრაციის გზაზე ნაბიჯები გადადგას. 

ევროკავშირი ეუთო-ოდირის საბოლოო დასკვნას ელოდება. ამას გულისხმობენ საერთაშორისო გამოძიებაში ძირითადად. ევროკაშირში ცოტა არ იყოს დაბნეულები არიან. ისინი ხედავენ რომ არჩევნები დარღვევებით ჩატარდა, მაგრამ დაბნეულები არიან ეუთო-ოდირის განცხადებით, სადაც ისინი არც იმას ამბობენ, რომ არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდა და არც იმას, რომ არ ჩატარდა. ეს დისკუსიის საგანი იქნება, როცა ბუდაპეშტში მხოლოდ ევროკავშირის ლიდერები შეიკრიბებიან. ხუთშაბათს საღამოს სადილზე საქართველო განხილვის თემა იქნება. აი რა მოხდება -  თქვენ ისეთივე კანდიდატი ქვეყანა იქნებით, როგორიც თურქეთია. თქვენ კანდიდატი ხართ, მაგრამ რა, ეს მხოლოდ სახელი იქნება . ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობები უძრავი იქნება.  თქვენ იქნებით მდგომარეობაში როცა პროგრესი შეუძლებელი იქნება. ეს ჰგავს ადგილს თუ  ტერიტორიას, როცა გაქვს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ მიუხედავად ამისა, წინ ვერ მიდიხართ. ჩემთვის ეს წმინდად თურქული სცენარია", - განაცხადა იოზვიაკმა. 

მსგავსი სიახლეები