ევროკავშირის ქვეყნები არჩევნების გაყალბების საქმეზე საერთაშორისო გამოძიებას ითხოვენ

06.11.24 16:47
ევროკავშირის ქვეყნები არჩევნების გაყალბების საქმეზე საერთაშორისო გამოძიებას ითხოვენ

ევროკავშირის ქვეყნები არჩევნების გაყალბების საქმეზე საერთაშორისო გამოძიებას ითხოვენ. თუ არ იქნება გამოძიება საქართველოსთვის, ევროპასთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების ინიციატივით გამოდიან. მოთხოვნებს შორისაა ივანიშვილის დასანქცირებაც.

საგანგებო განცხადებას ხელს ავსტრიის, ბელგიის, ჩეხეთის, ესტონეთის, ფინეთის, იტალიის, ირლანდიის, საფრანგეთის, გერმანის, ლიეტუვის, ლატვიის, პოლონეთის, პარლამენტების, საგარეო კომიტეტის შეფები და ევროპარლამენტარები აწერენ.

"ბრალდებების სიმძიმიდან გამომდინარე, ფაქტების დადგენა მხოლოდ საერთაშორისო გამოძიებას შეუძლია" - ასეთია ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიტიკოსების პოზიცია.

ჩვენ მოვითხოვთ, ქართულმა ხელისუფლებამ უზრუნველყოს:

- რომ ყველა ბრალდება საარჩევნო მანიპულაციების შესახებ (მათ შორის, წინასაარჩევნო პერიოდში), განსაკუთრებით ამომრჩეველთა დაშინებასთან დაკავშირებული და ხმის მოსყიდვის ფაქტები გამჭვირვალედ გამოიძიოს.

- ხელთ არსებული ბრალდებები იმდენად სერიოზულია, რომ მხოლოდ დამოუკიდებელ საერთაშორისო გამოძიებას შუეძლია გამოიძიოს არჩევნებში დაფიქსირებული და წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირებული დარღვევები. 

- ხმის მიცემის ოქმები ხელმისაწვდომი და საჯარო გახადოს, რათა თითოეულ ამომრჩეველს შეეძლოს ინფორმაციის ნახვა იმის შესახებ, თუ როდის და სად მისცა ხმა. 

ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირს და ტრანსატლანტიკულ მოკავშირეებს სანქციები დაუწესონ საქართველოს ოფიციალურ პირებსა და პოლიტიკურ ლიდერებს, მათ შორის ბიძინა ივანიშვილს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საარჩევნო პროცესის დარღვევაზე, მათ შორის, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ადმინისტრაციული რესუსრსის გამოყენებაზე მთელი საარჩევნო პროცესის განმავლობაში.

ამავდროულად, მოვუწოდებთ საერთაშორისო პარტნიორებს გაზარდონ ფინანსური დახმარება საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისთვის, რომელიც ეფუძნება დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პატივისცემაა.

ჩვენ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია უვიზო მიმოსვლა, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობისთვის. მოვუწოდებთ ევროკომისიას და საბჭოს რომ გადახედოს ვიზალიბერალიზაციის რეჟიმს საქართველოსთან სრული შეჩერების გამორიცხვის გარეშე, თუ ზემოთ ჩამოთვლილი არ შესრულდება", - ვკითხულობთ განცხადებაში", - ვკითხულობთ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები