"მოვუწოდებთ ევროკომისიას და საბჭოს, გადახედოს ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკას საქართველოსთან" - ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები

06.11.24 17:12
"მოვუწოდებთ ევროკომისიას და საბჭოს, გადახედოს ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკას საქართველოსთან" - ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ევროკომისიას და ევროპულ საბჭოს მოუწოდებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით "ქართული ოცნება" საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას არ უზრუნველყოფს, ქვეყანასთან ვიზალიბერალიზაციის პროცესს გადახედოს. 

ჩვენ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია უვიზო მიმოსვლა, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობისთვის. მოვუწოდებთ ევროკომისიას და საბჭოს რომ გადახედოს ვიზალიბერალიზაციის რეჟიმს საქართველოსთან სრული შეჩერების გამორიცხვის გარეშე, თუ ზემოთ ჩამოთვლილი არ შესრულდება", - ვკითხულობთ განცხადებაში. 

ევროკავშირის ქვეყნები არჩევნების გაყალბების საქმეზე საერთაშორისო გამოძიებას ითხოვენ

საგანგებო განცხადებას ხელს ავსტრიის, ბელგიის, ჩეხეთის ესტონეთის ფინეთის, იტალიის, ირლანდიის, საფრანგეთის, გერმანის, ლიეტუვის, ლატვიის, პოლონეთის, პარლამენტების, საგარეო კომიტეტის შეფები და ევროპარლამენტარები აწერენ.

მსგავსი სიახლეები