ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას ითხოვენ
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ევროკავშირს და მის ტრანსატლანტიკურ მოკავშირეებს მოუწოდებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით "ქართული ოცნება" საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას არ უზრუნველყოფს, ბიძინა ივანიშვილსა და ყველა იმ პირს, რომლებიც საარჩევნო პროცესის დარღვევაზე არიან პასუხისმგებლები, სანქციები დააკისრონ.
ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირს და ტრანსატლანტიკურ მოკავშირეებს სანქციები დაუწესონ საქართველოს ოფიციალურ პირებსა და პოლიტიკურ ლიდერებს, მათ შორის ბიძინა ივანიშვილს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საარჩევნო პროცესის დარღვევაზე, მათ შორის, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ადმინისტრაციული რესუსრსის გამოყენებაზე მთელი საარჩევნო პროცესის განმავლობაში", - ვკითხულობთ განცხადებაში.
ევროკავშირის ქვეყნები არჩევნების გაყალბების საქმეზე საერთაშორისო გამოძიებას ითხოვენ.
საგანგებო განცხადებას ხელს ავსტრიის, ბელგიის, ჩეხეთის ესტონეთის ფინეთის, იტალიის, ირლანდიის, საფრანგეთის, გერმანის, ლიეტუვის, ლატვიის, პოლონეთის, პარლამენტების, საგარეო კომიტეტის შეფები და ევროპარლამენტარები აწერენ.