კონსულტაციები პრეზიდენტის სასახლეში - ზურაბიშვილი ოპოზიციის ლიდერებს ხვდება

06.11.24 17:04
კონსულტაციები პრეზიდენტის სასახლეში - ზურაბიშვილი ოპოზიციის ლიდერებს ხვდება

 

კონსულტაციები პრეზიდენტის სასახლეში - სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის ლიდერებს ხვდება.

ორბელიანის სასახლეში უკვე იმყოფებიან "ძლიერი საქართველოს" ლიდერი ანა დოლიძე, ასევე კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერები - ნიკა გვარამია და ელენე ხოშტარია, "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები, თინა ბოკუჩავა და გიორგი ვაშაძე, ასევე რამდენიმე წუთის წინ სასახლეში მივიდა გახარიას გუნდის წევრი, დიმიტრი ცქიტიშვილი. 

"ძლიერი საქართველოს" ლიდერის, ანა დოლიძის თქმით, ეს მორიგი საკოორდინაციო შეხვედრაა. 

"ჩვენ თავიდანვე, როდესაც ეს საკოორდინაციო შეხვედრები დავიწყეთ, შევთანხმდით პრეზიდენტთან, რომ ვიქნებოდით კავშირში. ჩვენ პერიოდულად მივაწვდით მათ ინფორმაციას, როგორ მიმდინარეობს პროტესტი, როგორ ვაგროვებთ მტკიცებულებებს, ვმუშაობთ საერთაშორისო გამოძიებასთან დაკავშირებით. ბუნებრივია, მათ აქვთ განსაკუთრებული შეხება საერთაშორისო გარესამყაროსთან და მისგანაც გვაინტერესებს, როგორ არის არაღიარების მოძრაობა, როგორ მიმდინარეობს., რას ეუბნებიან ლიდერები, რომლებცი ფაქტია, რომ არ აღიარებენ ამ არჩევნებს. შესაბამისად ეს არის მორიგი საკოორდინაციო შეხვედრა", - განაცხადა ანა დოლიძემ. 

მსგავსი სიახლეები