"უნდა ვაჩვენოთ "ოცნებას", რომ ჩვენ ვართ ამ ქვეყნის პატრონი და არა ეს კორუმპირებული ხალხი" - ხაზარაძე

06.11.24 18:07
"უნდა ვაჩვენოთ "ოცნებას", რომ ჩვენ ვართ ამ ქვეყნის პატრონი და არა ეს კორუმპირებული ხალხი" - ხაზარაძე

უნდა ვაჩვენოთ "ოცნებას", რომ ჩვენ ვართ ამ ქვეყნის პატრონი და არა ეს კორუმპირებული ხალხი - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ სააპელაციო სასამართლოსთან განაცხადა.

მისი თქმით, ახლა აუცილეებელია ერთსულოვნება და პროტესტის უფრო დიდი ფორმა. 

ჩვენ გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ ერთად. ერთად უნდა გადავდგათ ყველა ის ნაბიჯი, რომელსაც მოვილაპარაკებთ. აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ერთსულოვნება. ჩვენ ეს არ უნდა დავუთმოთ. ვიღაცას ჰგონია, რომ რაღაც სასამართლო მიდის. ეს არ არის ჩვეულებრივი სასამართლო. დაახლოებით რა შედეგიც იქნება, ამ სასამართლოში წერტილს დაუსვამენ სამართლებრივ გზას. პროტესტის გარდა მეტი რა დარჩენია ხალხს. უნდა იყოს პროტესტის დიდი ფორმა დაწყებული, სხვა გზა არ არსებობს. უნდა ვაჩვენოთ ამათ, რომ ჩვენ ვართ ამ ქვეყნის პატრონი და არა ეს კორუმპირებული ხალხი", - ამბობს მამუკა ხაზარაძე.

მსგავსი სიახლეები