პრეზიდენტთან საუბარი იყო, რა პერსპექტივა აქვს საერთაშორისო გამოძიებას - ანა დოლიძე
პროევროპული ოპოზიციისა და საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა დასრულებულია - შეხვედრიდან გამოსულმა "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლძემ განაცხადა, რომ სალომე ზურაბშვილთან საუბარი პროტესტსა და საერთაშორისო გამოძიებას შეეხებოდა.
ჩვენ გავცვალეთ ინფორმაცია, თუ რა ხდება პროტესტზე, როგორ დავასრულეთ მუშაობა საგამოძიებო/მტკიცებულებების ანგარიშზე - ამბობს ანა დოლიძე.
ეს იყო მორიგი საკოორდინაციო შეხვედრა. ჩვენ გავცვალეთ ინფორმაცია, თუ რა ხდება პროტესტზე, როგორ დავასრულეთ მუშაობა საგამოძიებო/მტკიცებულებების ანგარიშზე. საუბარი იყო იმაზე, თუ რა პერსპექტივა აქვს საერთაშორისო გამოძიებას, როგორ არის, მათ შორის, ევროკავშირი ამასთან დაკავშირებით შემზადებული, როგორ შევაგროვეთ მტკიცებულებები, რამდენად მზად ვართ და რა ეტაპებად შეიძლება გაგრძელდეს შემდეგი პროტესტი. პროტესტი მიჰყავს ქართულ ოპოზიციას და პრეზიდენტი ამის ქომაგია.
რა მოხდება ამის შემდეგ, როგორ შეიძლება მოვითხოვოთ, გავაძლიეროთ ჩვენი მოთხოვნა საერთაშორისო გამოძიებისა და რა პერსპექტივა აქვს ამას დღევანდელ ვითარებაში ევროკავშირი. ძალიან გააქტიურდება მუშაობა, განსაკუთრებით, დიპლომატიური მიმართულებით, რადგან ევროკავშირი დაინტერესებულია, თვალყურს ადევნებს, თუ რა ხდება საქართველოში. ეს პარლამენტი რჩება აუღიარებელი ამ ეტაპზე. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას საერთაშორისო გამოძიების მოთხოვნით ელჩებთან, ევროკავშირის ქვეყნებთან და ასევე საპროტესტო მუხტის შენარჩუნების თვალსაზრისით", - ამბობს ანა დოლიძე.
ცნობისთვის, დღეს, 6 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პროევროპული ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. ორბელიანების სასახლეში "ძლიერი საქართველოს", კოალიცია "ცვლილებებისთვის", "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის", "გახარია საქართველოსთვის" ლიდერები იმყოფებოდნენ.