პრეზიდენტთან საუბარი გვქონდა იმის შესახებ, რა გეგმა გვაქვს ოპოზიციურ პარტიებს - გვარამია

06.11.24 18:26
პრეზიდენტთან საუბარი გვქონდა იმის შესახებ, რა გეგმა გვაქვს ოპოზიციურ პარტიებს - გვარამია

კოალიცია "ცვლილებისთის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია, რომელმაც ორბელიანების სასახლე რამდენიმე წ3უთის წინ დატოვა, ამბობს, რომ პრეზიდენტთან საუბარი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს შეეხებოდა და იმას, თუ რა გეგმა აქვს ოპოზიციურ პარტიებს.

 ჩვენ ვიბრძვით არჩევნების შედეგების ბათილობისთვის. ამისთვის გამოვიყენებთ ყველა გზას, სასამართლოებს და სავარაუდოდ, საკონსტიტუციო სასამართლოსაც, ასევე გამოვიყენებთ ქუჩას - ამბობს ოპოზიციონერი ლიდერი. 

ჩვენ გვქონდა საუბარი იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება ქვეყანაში, როგორ ვხედავთ ოპოზიციური პარტიები და რა გეგმები გვაქვს. ეს გეგმები არ შეცვლილა. ჩვენ ვიბრძვით არჩევნების შედეგების ბათილობისთვის. ამისთვის გამოვიყენებთ ყველა გზას, სასამართლოებს და სავარაუდოდ, საკონსტიტუციო სასამართლოსაც, ასევე გამოვიყენებთ ქუჩას. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არჩევნები არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას. ეს იცის მსოფლიოში ყველამ.

ბუნებრივია, რომ საერთაშორისო შესწავლა ამ არჩევნების მოხდება. მეოთხე პუნქტი ჩვენი ბოლო რეკომენდაციებისა ეხება თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. რამდენად იყო ეს არჩევნები შესაბამისობაში ამ დათქმასთან, ეს ისედაც ცხადი და გასაგებია, მაგრამ ჩვენ მტკიცებულებებითაც ამას გავამაგრებთ. ახალი არჩევნები იქნება, ქართველი ხალხის ნება იქნება დაცული და რეალიზებული ახალი არჩევნების გზით.

არ გვისაუბრია იმაზე, პრეზიდენტს საპროტესტო მოძრაობა მოსწონს თუ არა. პრეზიდენტი არის კონსტიტუციური უფლებების გარანტი, მას ეს ვალდებულებაც აქვს, შესაბამისად, როდესაც ადამიანები კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას იყენებენ, არ მგონია, რომ ეს პრეზიდენტს არ მოსწონდეს", - ამბობს ნიკა გვარამია.

ცნობისთვის, დღეს, 6 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პროევროპული ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. ორბელიანების სასახლეში "ძლიერი საქართველოს", კოალიცია "ცვლილებებისთვის", "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის", "გახარია საქართველოსთვის" ლიდერები იმყოფებოდნენ.  

მსგავსი სიახლეები