თბილისის საქალაქოში მამუკა ხაზარაძის გამოკითხვა იწყება
ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის გამოკითხვა უნდა დაიწყოს - "ძლიერი საქართველოს" ლიდერი მაგისტრ მოსამართლესთან კონკრეტული მტკიცებულებებით მიდის.
როგორც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა სასამართლოში შესვლამდე "პირველებთან" განაცხადა, მაგისტრ მოსამართლეს ყველა იმ მტკიცებულებასა თუ მასალას წარუდგენს, რომლითაც ივანიშვილის გუნდის მიერ არჩევნების მოპარვა დასტურდება.
ჩემი სასამართლოში ყოფნა არ არის მნიშვნელოვანი, ამ სიყალბეში რომ მაღებინებ მონაწილეობას, ეს არის პრობლემა ამ ქვეყნის. არც სასამართლოა, ჩვენ არც პროკურატურა გვყავს, რომელიც ობიექტურია. მე სამი წელი გავატარე ამ სივრცეში, ყალბი ბრალდებებით და ბოლოს გამოაცხვეს ისეთი რაღაც, რომელზეც საერთოდ არ გვიმსჯელია. აღარ შევალ დეტალებში, საზოგადოება, ვინც დაინტერესებულია, ძალიან კარგად იცის, ვისთან გვაქვს საქმე, ამიტომ, რადგან მე კანონმორჩილი ვარ და დამიბარეს სასამართლოში, მაგისტრ მოსამართლესთან გამოვცხადდი და აუცილებლად მოვუყვები იმას, რაც თვითონაც ძალიან კარგად იციან, როგორ გაყალბდა საქართველოში არჩევნები, როგორ მიიტაცა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა კლანმა. სანამ ქართველი ხალხი არ მიხვდება, რომ საჯარო სექტორი, მოსამართლეები, პროკურატურა ჩვენ უნდა გვემსახურებოდეს იმიტომ, რომ ჩვენ ვუხდით მათ ხელფასს და არა იმას, რასაც ისინი აკეთებენ, რომ გართმევენ ხმას და ართმევენ მომავალს ამ ქვეყანას, სანამ ამას კარგად არ მივხვდებით, ეს ქვეყანა ვერ და არ განვითარდება.
სია რომ გაიხსნას, ამათი საქმე დამთავრებულია. ეს იციან ძალიან კარგად. ჩვენ მივმართეთ ყველა ოლქს და ყველგან მოგვივიდა უარი. ამიტომ მოვითხოვთ საერთაშორისო გამოძიებას და დარწმუნებული ვარ ამას მივაღწევთ'', - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.