პრეზიდენტი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტამდე ევროპელ ლიდერებს ესაუბრა - ადმინისტრაცია

06.11.24 19:22
პრეზიდენტი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტამდე ევროპელ ლიდერებს ესაუბრა - ადმინისტრაცია

სალომე ზურაბიშვილი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დაწყებამდე ევროპელ ლიდერებს ესაუბრა - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილი ესაუბრა:

  • ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს;
  • ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს;
  • პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ანდჟეი დუდას;
  • მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტს, მაია სანდუს;
  • პორტუგალიის რესპუბლიკის პრეზიდენტს, მარსელუ რებელუ დი სოზას;
  • ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტს ედგარს რინკევიჩსს;
  • ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ალარ კარისს;
  • ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრ ალექსანდრ დე კროს;
  • შვედეთის სამეფოს პრემიერ-მინსიტრ ულფ კრისტერსონს.

ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეხუთე სამიტი 7 ნოემბერს, ბუდაპეშტში გაიმართება. მას პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძეც დაესწრება.