ამერიკული არჩევნები და საქართველო - რა (არ) იცვლება ჩვენი ქვეყნისთვის

06.11.24 20:32
ამერიკული არჩევნები და საქართველო - რა (არ) იცვლება ჩვენი ქვეყნისთვის

ამერიკული არჩევნები და საქართველო - "ქართული ოცნება" ტრამპის  გამარჯვებას ზეიმობს, იმ იმედით, რომ ახალი პრეზიდენტის ახალი ადმინისტრაცია დემოკრტიისთვის ძირის გამოთხრის გამო პასუხს აღარ  მოსთხოვს, არჩევნების მოპარვის გამო დაანოსნებული აქციები კი აღარ დაწესდება, თუმცა ხალხი ვინც უკვე 20 წელზე მეტია ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს აკვრიდება, ამბობს, რომ ივანიშვილის პარტიის სიხარული ნაადრევია.  

პრეზიდენტი რესპუბლიკელა, სენატში უპირატესობაც ამიერიდან რესპუბიკელებს აქვთ. კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მხარდამჭერ და ქართული ოცნებისთვის სანქციების აქტსაც ორპარტიული მხარდაჭერა აქვს, ტრამპის მხარდამჭერია კონგრესმენი უილსონი, რომელიც ბიძინა ივანიშვილს "რუს მარიონეტად" მოიხსენიებს და მის სანქცირებას ითხოვს. 

ცალკე საკითხია ტრამპის ხისტი საგარეო პოლიტიკა ჩინეთთან და ირანთან მიმართებაში. ამიტომ, ექსპერტებისთვის აზრით, შტატებისთვის რთულად წარმოსადგენია იმ ქვეყნის ხელისუფლებასთან  ურთიერთობების ნორმალიზება, რომელმაც ჩინეთი სტრატეგიულ პარტნიორად გამოაცხადა და არ ერიდება ჰესბოლსა და ჰამასის ლიდერებთან ერთად საერთაშორისო ვიზიტებს. 

დეტალები ნახეთ, ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.