"ოცნება" მოსამართლე ხუჭუას წინააღმდეგ
"ოცნება" ხუჭუას წინააღმდეგ - მოსამართლეს ჯერ ცოლის გავლენებით მოქმედება დააბრალეს, შემდეგ კი ოპოზიციის დავალებების შემსრულებლად გამოაცხადეს.
მამუკა მდინარაძის მტკიცებით, ალეკო ელისაშივლმა წინასწარ იცოდა რომ მოსამართლე ხუჭუა არჩევნების შედეგებს წალკასა და თეთრიწყაროში გააუქმებდა და ვიდრე გადაწყვეტილება გამოცხადდებოდა, ერთი საათით ადრე გამოაცხადა მოსამართლის ვერდიქტი. "მითების დეტექტორმა" დაადგინა რომ ეს ტყუილია, რადგან 4 ნოემბრის გამართული 8 საათიანი პროცესის განმაალობაში მოსამართლემ არაერთხელ თქვა სხდომაზე რომ არულობა დარღვეული იყო და იგივე განცხადება გაავრცელა საიამ საღამოს შვიდის ნახევარზე.
საიას განცხადებიდან დაახლოებით ორი საათის შემდეგ - 20:30 საათზე მიმართა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტთან აქციაზე შეკრებილებს და და ამცნო თეთრიწყაროს მოსამართლის გადაწყვეტილება.
მოსამართლე ხუჭუა ინგა გრიგოლასთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ ელოდა იმ თავდასხმებს, რომელიც 30 საარჩევნო უბანზე არჩევნების შედეგბის გაუქმებას მოყვებოდა და ამტკიცებს, რომ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე თავდასხმის რისკებს მასზე გავლენა არ მოუხდენია.
დეტალები ნახეთ, ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.