ხმის მიცემის აპარატი და ბიულეტენები სასამართლოში - სააპელაციო ექსპერიმენტის დასაწყებად ემზადება

06.11.24 20:07
ხმის მიცემის აპარატი და ბიულეტენები სასამართლოში - სააპელაციო ექსპერიმენტის დასაწყებად ემზადება

 

ხმის მიცემის აპარატი და ბიულეტენები ისევ სასამართლო დარბაზშია - სააპელაციო ექსპერიმენტის დასაწყებად ემზადება .

ცოტა ხნის წინ კამათი იყო, ვინ მიიღებდა ექსპერიმენტში მონაწილეობას, თუმცა დადგინდა, რომ პირველი ეტაპზე ამ ექსპერიმენტში მონაწილეობას საიას წარმომადგენელი მიიღებს.

ვლადიმერ ხუჭუას მიერ დადგენილი ხმის ფარულობის დარღვევა მეორე ინსტანციისთვის საკმარისი არგუმენტი არ აღმოჩნდა. არადა თეთრიწყაროში 6-ჯერ გაიმეორეს ხმის მიცემის პროცედურა და 6-ივე შემთხვევაში ჩანდა ამომრჩევლის არჩევანი. 

ახლა ცენტრალური საარჩევნო კომისია განმეორებითი ექსპერიმენტით შეეცდება თეთრიწყაროს მოსამართლის გადაწყვეტილების გაბათილებას. სააპელაციო სასამართლოს შემადგენლობაში არის მურისიძე-ჩინჩალაძის ნდობით აღჭურვილი დიმიტრი გვრიტიშვილიც, რაც ოპოზიციის და მესამე სექტორის წარმომადგენლებისთვის ბადებს ეჭვს, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და სააპელაციო სასამართლო ვლადიმერ ხუჭუას უპრეცენდენტო გადაწყვეტილების გასაუქმებლად ემზადება. 

დეტალები ნახეთ, ანა მდივანის ჩართვაში.